საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა.
საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით მოწმის დღევანდელმა ჩვენებამ დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალის მოძიებას რუსეთის ფედერაციის არქივიდან ბრალდებულთა მხარე და კომისია 2005-2007 წლებში თავად ცდილობდა. მიხეილ სადრაძის თქმით, ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი საქართველოს ტერიტორიის, მათ შორის, სატრანსპორტო ზოლის დათმობას აღიარებს.
საპირისპირო აზრზეა ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძემ. მისი განმარტებით, დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა მოწმემ, ვერ გაიხსენა ვერც ერთი შემთხვევა, როცა რომელიმე გადაწყვეტილება კომისიის მხრიდან, საქართველოს ინტერესების საზიანოდ იყო გამოყენებული.