"ევროპელი სოციალისტები" პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ინჯია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ომისთვის მზადება 2007 წელს დაიწყო. დეპუტატი ქართულ მხარეს 2008 წელს ომის დაწყებაშიც ადანაშაულებს.