მიხეილ სააკაშვილის დედის ინფორმაციით, ევროკავშირის 27 ქვეყნის ოფიციალურ დემარშში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ჯანმეთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
პარალელურად, ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან.
დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა იუსტიციის სამინისტროსთან ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით აქციაც გაიმართეს.