პარიზში, Cesar Film Awards-ის 48-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ერთ-ერთი ჯილდო რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა მიიღო, მას პრიზი მისმა ძველმა და კარგად ნაცნობმა კოლეგამ, ბრედ პიტმა გადასცა. პიტი საღამოს ერთ-ერთი წამყვანიც გახლდათ. ცნობისთვის, ფინჩერმა პიტი სამ ფილმში, „შვიდი“, „მებრძოლთა კლუბი“ და „ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი“ გადაიღო.
ცხადია 59 წლის ბრედი როგორც ყოველთვის მომნუსხველად გამოიყურებოდა, მას შავი კლასიკური პიჯაკი ეცვა
საინტერესო ის, რომ 59 წლის პიტმა ახალი გულის სწორი, 30 წლის ინეს დე რამონი პირველად გამოაჩინა საზოგადოების წინაშე. ისინი დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ გამართულ გლამურული ვახშამს დაესწრნენ. ინეს ვერცხლისფერი, მკერდმოშიშვლებული კაბა ამშვენებდა.
როგორც დასავლური მედია იუწყება, ბრედ პიტმა ახალ შეყვარებულს უკვე ექვსივე შვილი გააცნო. ასე რომ საქმე სერიოზულადაა.