ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში ძლიერი მიგრაციული ნაკადების ფონზე, უძრავი ქონების ფასი თუ იჯარა მუდმივად იზრდებოდა. გარკვეულ ეტაპზე, როცა უძრავი ქონების გაქირავებისა თუ გასაყიდმა ღურებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, გვესმოდა მოსაზრებები, რომ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ფასები არარეალურად იყო გაზრდილი და გაზაფხულისთვის მათი დაკორექტირება მოხდებოდა, კლების თვალსაზრისით. თუმცა, ვითარება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე იმის მიხედვით იცვლება, თუ რამდენად მძიმდება ვითარება უკრაინის ფრონტზე. ახალი მიგრაციული ტალღა კი უძრავი ქონების ბაზრისთვის შესაძლოა ფასების ზრდის ახალი მიზეზი გახდეს.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია არქიტექტორი, "არსის" დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი