გაეროს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, საქართველოში კაცები ორჯერ მეტად იღებენ ქონებას საჩუქრად ან მემკვიდრეობით, ვიდრე ქალები. მოკლედ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა, ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრაქტიკის კვლევა დაიწყო. კვლევის მიზანია იმ გენდერული და სოციალური ნორმების გამოვლენა, რომელიც მემკვიდრეობის განაწილებისას უპირატესობას ვაჟებს ანიჭებს.
კვლევა აანალიზებს არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს, ქონებისა და აქტივების გადაცემისა და ფლობის პრაქტიკულ მონაცემებს და ამ პრაქტიკის გავლენას ქალებისა და გოგოების სოციალურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საქართველოში.
მაშინ, როცა სამოქალაქო კოდექსი გენდერული ნიშნით არ განასხვავებს ქალ და ვაჟ მემკვიდრეებს, გენდერული ნორმებით განპირობებული პრაქტიკის მიხედვით, მთავარ მემკვიდრეებად სწორედ ვაჟები განიხილებიან და ქონება, ძირითადად, მხოლოდ მათ რჩებათ.