ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამჟამად დაახლოებით 100-130 ათასი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს, არაოფიციალური მონაცემებით კი სანქცირებულ რუსეთსა და ომში მობილიზაციას გამოქცეული სულ ცოტა სამი ამდენი რუსი აფარებს თავს.
პარლამენტის დეპუტატი, ანა ბუჩუკური, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენს დაინტერესდა, რუსეთის რამდენი მოქალაქეა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული საქართველოში და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა.
როგორც პროკურატურიდან დეპუტატისთვის გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ანუ 2022 წლის 1-ლი მარტიდან 2023 წლის 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის ფედერაციის 247 მოქალაქის მიმართ დაიწყო.