დეპოზიტარისთვის ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 22 თებერვლის ბრძანებაშია აღნიშნული. კერძოდ, ბრძანების მიხედვით, დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალურ ოდენობად 30 000 ლარი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ პირველადი რედაქციით ეს თანხა 5 ათასი ლარი იყო, 2020 წლის ივლისიდან კი 15 ათასამდე გაიზარდა.
ცვლილება 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მასში ყველა კომერციული ბანკია გაწევრიანებული. ამ სისტემაში ბანკები სააგენტოს დაზღვევისთვის პრემიას უხდიან, რაც ბანკში განთავსებული ლარის დეპოზიტების 0.067% და უცხოური ვალუტის დეპოზიტების 0.1%-ის ტოლია.