უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ოკუპანტი ქვეყნის ძალები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეტევის ინტენსივობას აძლიერებენ. უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, ამჟამად ყველაზე მძიმე მდგომარეობა კვლავ ბახმუტთანაა.
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს საბრძოლო რესურსები ეწურება, ამიტომაც დონბასის ასაღებად დროის მოგების მიზნით, იერიშებს ააქტიურებს.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინას ირანული დრონებით შეუტიეს.