გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, "ბიომრავალფეროვნების შესახებ" კანონპროექტზე მუშაობას აგრძელებს. კანონპროექტი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროდირექტივების შესაბამის მოთხოვნებს და მნიშვნელოვან სტანდარტებს ასახავს.
„ბიომრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტი გარემოს დაცვის სამინისტროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება“ ფარგლებში შემუშავდა.