საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მორაგბე დავით ნინიაშვილის საფრანგეთის TOP 14-ის მე-19 ტურის სიმბოლურში მოხვდა. ლიონის უკანახაზელი ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ Midi Olympique-მა 14 ნომრის პოზიციაზე განაწესა.
ნინიაშვილმა ბოლო ტურში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა, რასინგის წინააღმდეგ, სადაც გია ხარაიშვილი და გურამ გოგიჩაიშვილი გამოდის 2 ლელო დადო და ორი სალოლევე პასი გააკეთა. მეორე ლელოს დროს ქართველმა მორაგბემ 65 მეტრი შეუჩერებლად ირბინა და დუბლიც გაიფორმა, TOP 14-ის ოციფიალურმა გვერდმა კი დავითის ეს ლელო საუკეთესოდ დაასახელა.
ნინიაშვილის ანგარიშზე მიმდიანრე სეზონში 7 ლელოა და ის მხოლოდ 1 ლელოთი ჩამორჩება ბომბარდირებს ფიჯელ ალივერეტი რაკასას და ფრანგ ეტან დუმორტიეს. რაც შეეხება ლიონს, ქართველების გუნდი 53 ქულით მე-3 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 4 მარტს სტუმრად კასტრთან გამართავს. დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე კი ამ პერიოდში ეროვნულ ნაკრებთან ერთად რუმინეთთან გასამართი შეხვედრისთვის მოემზადებიან და 5 მარტს თბილისში რაგბი ევროპის ნახევარფინალში ითამაშებენ.