ამერიკულმა ელიტარულმა გამოცემამ, რომელიც MMA-ს მებრძოლების შესახებ ანალიტიკურს სტატიებს წერს, ვრცელი წერილი მიუძღვნა ილია თოფურიას, რომელსაც ამჟამად ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ალექსანდრ ვოლკანოვსკის რეალურ კონკურენტად ასახელებს.
„უშიშარ ილია თოფურიას შეუძლია 1 წელში ცუდი ბიჭი გახდეს და ვოლკანოვსკის ქამარს საფრთხე შეუქმნას. ილია მეტოქეებს მუდვიად აფინიშებს და მან აქამდე არაერთი კარგი მებრძოლი დაამარცხა, მათ შორის დაუმარცხებელი ბრაის მიტჩელი იყო. თოფურიას აქვს აგრესიული დარტყმები და ჭიდაობის უმაღლესი დონე. ილია სრულყოფილი მებრძოლია, რომელსაც შეუძლია ვოლკანოვსკის შეხვდეს. მანამდე კი მას ბრაინ ორტეგასთან მოუწევს თავისი დონის დამტკიცება. მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ორტეგასთან ბრძოლის დროს წონის კლება იქნება, რამდენად შეძლებს ილია ქვემსუბუქი წონის ჩაბარებას და შემდეგ 5 რაუნდი ბრძოლას“ - წერს fightbookmma ქართველი მებრძოლის შესახებ.
ილია თოფურია ამჟამად ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-9 ადგილზეა და მომავალ ბრძოლას დიდი ალბათობით რეიტინგში მასთან გაცილებით მაღლა მყოფ მებრძოლთან გამართავს, რათა რაც შეიძლება მალე მიიღოს ქამარზე ბრძოლის შანსი. მას აქამდე არასდროს მიუღია მონაწილეობა 5 რაუნდიან ბრძოლაში, ის მეტოქეს ყოველთვის პირველ ან მეორე რაუნდში აფინიშებდა, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მას ამ ყველაფრისთვის 3 რაუნდი დასჭირდა ბრაინ მიტჩელთან გამართული ჩხუბი იყო.