საქართველოს ნაკრებისა და იტალიური კრემონეზეს ახალგარზდა ცენტრალური მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა Fifa the best award-ზე სამართლიანი თამაშისთვის დაწესებული სპეციალური ჯილდო მიიღო!
2022 წლის 27 თებერვალს, როდესაც ლოჩოშვილი ვოლფსბერგერში თამაშობდა, ვენის აუსტრიას ფეხბურთელი გეორგ ტაიგლი გადაარჩინა. მას შემდეგ რაც ფეხბურთელმა გონება დაკარგა სიტუაციაში ყველაზე სწრაფად ლუკა გაერკვა, რომელმაც ტაიგლთან მიირბინა და პირველადი დახმარება აღმოუჩინა!
მაშინ, ლოჩოშვილის დროული რეაგირება გადამწყვეტი აღმოჩნდა და ავსტრიელი ფეხბურთელი, სიკვდილისგან იხსნა. ლუკა თავის დროზე ამის გამო ავსტრიაშიც დააჯილდოვეს.
"ყველას მოგესალმებით. პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რომ ვერ ვესწრები ცერემონიას, რადგან ხვალ თამაში გვაქვს. ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია, მადლობელი ვარ ამ ჯილდოსთვის და პატივისცემისთვის, ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, უფრო მეტად ბედნიერი იმის გამო ვარ, რომ გეორგის სიცოცხლე გადავარჩინე. ფეხბურთში მთავარი სამართლიანი თამაში და პატივისცემაა. ბედნიერი ვარ, რომ ის ახლა კარგადაა თავის ოჯახთან ერთად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, რაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია", - თქვა ლუკამ ონლაინ ჩართვით. აღსანიშნავია, რომ ქართველს მსოფლიო ფეხბურთის უამრავი ლეგენდა უსმენდა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ლუკა ლოჩოშვილმა ზაფხულში ვოლფსბერგერი დატოვა და კარიერა იტალიაში, კრემონეზეს რიგებში გააგრძელა.