ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ შევძლებთ სრულად დავიცვათ ცა, როდესაც ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში საავიაციო ტაბუ მოიხსნება - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ შევძლებთ სრულად დავიცვათ ცა, როდესაც ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში საავიაციო ტაბუ მოიხსნება

2023-02-28 09:11:39+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა ცის დაცვას სრულად მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ გაუქმდება.