შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა "სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2023-2024 წწ." სამოქმედო გეგმის პროექტი წარადგინა - Palitra News

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა "სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2023-2024 წწ." სამოქმედო გეგმის პროექტი წარადგინა

2023-02-28 09:08:16+04:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა "სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2023-2024 წწ." სამოქმედო გეგმის პროექტი წარადგინა.

თეა ახვლედიანის განცხადებით, დოკუმენტი დარგობრივ სამინისტროებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სხვა სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა. მისივე თქმით, პროექტი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილ საჭიროებებს ითვალისწინებს და მდგრადი შედეგების მიღწევას ემსახურება.