პაველ ჰერჩინსკისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის შეხვედრა, რომელზეც ელჩმა მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის დემარში გადასცა, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ შეაფასა. მისი თქმით, 27-მა ქვეყანამ მკაფიოდ მოუწოდა "ქართულ ოცნებას", დაუყონებლივ გადაიაყვანონ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი უცხოეთში სამკურნალოდ, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლება ამ მოწოდებას არ ითვალისწინებს.
ჩიხლაძის შეფასებით, სააკაშვილის ფაქტორი სერიოზული განმსაზღვრელი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე და მმართველი პარტია ამ პროცესში ხელოვნურ ბარიერებს ქმნის.