ფრაქცია "ხალხის ძალის" დაინიცირებულ კანონპროექტებს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, ოპოზიციურ სპექტრში კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები განმარტავენ, წარდგენილი კანონპროექტები რუსული კანონიდანაა აღებული. ოპოზიციაში თვლიან, რომ ამ კანონპროექტის მიღებით საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე დაემუქრება. მათივე შეფასებით, ხელისუფლება ყველფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მოიპოვოს.