ვიცით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის შესახებ. ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე მის შესაძლო გავლენასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, როდესაც მან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ამერიკულ „უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტს“ - მცდარია.
„შემოთავაზებული კანონი საქართველოს იმ მოქალაქეების დამოუკიდებელი ხმების სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს, რომლებიც მოწოდებულები არიან თავიანთი თემებისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობაზე და მიგვაჩნია, რომ ეს ასეა – მიგვაჩნია, რომ ასეთმა კანონმა შეიძლება პოტენციურად შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომელსაც ქართველი ხალხი ასე მკაფიოდ გამოხატავს ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს „უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტს“ - აშკარად მცდარია. სინამდვილეში, კანონმდებლობას, რომელსაც ვკითხულობთ, როგორც ჩანს, ფესვები აქვს რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობაში და არა ამერიკულ კანონმდებლობაში”, - აღნიშნა ნედ პრაისმა.