მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ამერიკულის ანალოგია, დღევანდელი ბიუროს გადაწყვეტილებით განსახილველად კომიტეტებს გადაეცემა. გარდა ამისა, ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა ხალხის ძალის მიერ წარდგენილი კანონპროექტები კვლავ გააპროტესტეს. აღნიშნულ საკითხს დღეს დილიდან დეპუტატების შეფასებებიც მოჰყვა, რა განცხადებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან.