საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი და შვედეთის ელჩი, ულრიკ თიდერსტრომი იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შეხვდნენ. ელჩებმა მინისტრს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული 27 ქვეყნის ხელმოწერილი დემარში გადასცეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებას ან მის შეწყალებას სთხოვენ, რათა იგი პოლონეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ.