თუ სიძლიერეს შევინარჩუნებთ, გამარჯვება აუცილებლად გველოდება. ძალიან მინდა, რომ ეს წელს მოხდეს. ამისათვის ყველაფერი გვაქვს - მოტივაცია, თავდაჯერებულობა, მეგობრები, დიპლომატია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქში“ წერს.
მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია, თუკი ყველა სათანადოდ შეასრულებს თავის საქმეს, რადგან სიმართლე მათ მხარესაა.
„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი ფოკუსირდეს და გააკეთოს საკუთარი საქმე და მაშინ გამარჯვება იქნება, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.