ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 5 სარაკეტო და 13 საავიაციო დარტყმა, მათგან 2 კი შაჰედის დრონებით - სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს. შემთხვევის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევების შედეგად მტერს დიდი დანაკარგები აქვს. გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 4 შეტევა ოკუპანტების კონცენტრაციისა და ოკუპანტი ძალების სამხედრო აღჭურვილობის სტრატეგიულ ობიექტებზე განახორციელა.