„რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა“ 2024 წლის არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა გამართა. პროექტის ფარგლებში საარჩევნო რეფორმის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობდა, სადაც თითოეულ მხარეს საკუთარი პოზიციის წარმოდგენის შესაძლებობა ჰქონდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეს პროცესი გამჭვირვალე და ეფექტიანი. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც სერიოზული კონტროლი სჭირდება, იმისათვის, რომ ვინემემ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ არ გამოიყენოს.