საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს აგრძელებს - ბოიკოტის რეჟიმს გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ოპოზიციის ბოიკოტს არასერიოზულს უწოდებენ და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილს პარლამენტის მიღმა დარჩენის შიში აქვს და სწორედ ამიტომ ისინი საპარლამენტო საქმიანობას უახლოეს მომავალში დაუბრუნდებიან. მათ აზრს იზიარებს მმართველი გუნდიც. “ქართულ ოცნებაში” ოპოზიციის არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ შორის არსებული დაპირისპირება მომავალში მეტად გამწვავდება.