საქართველოში ოქრო გაიაფდა. ოქროს ბაზრის გლობალურ ტენდენციას გავლენა ადგილობრივ ბაზარზეც აქვს. 2023 წლიდან, 2022 წლთან შედარებით, ქვეყანაში სხვადასხვა სინჯის ოქროზე ფასი დაახლოებით 30-35 ლარით შემცირდა. მოვაჭრეების დაკვირვებით, ოქროს ფასი აშშ დოლარის ტრაექტორიას მიჰყვება. კერძოდ, როცა აშშ დოლარის კურსი მზარდია, ოქრო ძვირდება, ხოლო როცა ლარი აშშ დოლართან მიმართებით მყარდება, ოქროს ბირჟაზე ძვირფასი ლითონის ფასი დაღმავალია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოქროს ფასი ხშირად იცვლება, ბრილიანტის ღირებულება კი უფრო სტაბილურია. ცნობისთვის, საქართველოდან ოქროს ექსპორტი 48%-ითაა გაზრდილი. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ორმოცდასამ-ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა ექსპორტზე. ძირითადი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა, სწორედ შვეიცარიაში გაიყიდა ქართული საექსპორტო ოქროს 90%-ზე მეტი. რაც შეეხება გლობალურ ბაზრებს, არსებული მონაცემით, უნცია ვერცხლის ფასი 22 დოლარამდეა, ხოლო უნცია ოქროს ღირებულება 1847 დოლარს შეადგენს, როცა წლის დასაწყისში 1950 დოლარი ღირდა.