რიგგარეშე არჩევნები - ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტი - Palitra News

რიგგარეშე არჩევნები - ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტი

2023-02-27 12:56:41+04:00

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტი. 29 აპრილს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება.