ე.წ. აგენტების შესახებ ხალხის ძალის კიდევ ერთ კანონპროექტს ოპოზიცია აკრიტიკებს. საგანგებო ბრიფინგები პარლამენტში ნაციონალურმა მოძრაობამ და პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა გამართეს. ამბობენ, რომ ქართული ოცნების მიზნია, ქვეყანამ ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, გაყალბდეს არჩევნები და მმართველმა პარტიამ ძალაუფლება შეინარჩუნოს.