ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტში „საქმიან ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სატყეო რეფორმის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“ ახორციელებს, რომელიც თითქმის ყველა რეგიონშია მოწყობილი. სოციალური ჭრები, რაც მოსახლეობის მიერ საშეშე მერქანის საკუთარი ძლებით დამზადებას გულისხმობდა, ეტაპობრივად უქმდება. სატყეო სააგენტოს დაწყებული აქვს მუშაობა ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა. სოციალური ჭრების სრულად გაუქმება 2026 წლიდან იგეგმება.