კინოინდუსტრიაში ცნობილმა კომპანიებმა, Warner Bros.-მა და New Line-მა, გადაწყვიტეს, ბეჭდების მბრძანებელზე ახალი ფილმები გადაიღონ. მოლაპარაკებები შვეიცარიულ კომპანია Embracer Group-თან მიმდინარეობდა, რომელიც ტოლკინის ნამუშევრებზე უფლებებს ფლობს, და წარმატებით დასრულდა.
"ჩვენ გვესმის, რამდენად უყვარს ტოლკინის ნამუშევრები საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებთან, New Line Cinema-სთან და Warner Bros. Pictures-თან ერთად, ვგეგმავთ, პატივი მივაგოთ წარსულს, ვიცქიროთ წინ, მომავლისკენ, და საუკეთესო ხარისხი შევინარჩუნოთ," — განაცხადეს Embracer Group-ის წარმომადგენლებმა.
შეთანხმების თანახმად, Warner Bros.-სა და New Line-ს შეუძლიათ არა მხოლოდ ბეჭდების მბრძანებელზე, არამედ ჰობიტზეც გადაიღონ ახალი ფილმები.