მანჩესტერ იუნაიტედმა ინგლისის ლიგის თასის ფინალში ნიუკასლ იუნაიტედს 2:0 მოუგო და 2017 წლის შემდეგ პირველ ტიტულს დაეუფლა, მაშინ გუნდს სათავეში ჟოზე მოურინიო ედგა.
"უემბლიზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში კაზემირომ 33-ე წუთზე გახსნა, ბრაზილიელის გოლიდან 6 წუთში ანგარიშში სხვაობა ორამდე მარკუს რაშფორდმა გაზარდა. შეხვედრის დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ერიკ ტენ ჰაგმა "ეშმაკებთან" ერთად პირველი ტიტული მოიგო. ჰოლანდიელ სპეციალისტს, მანჩესტერულ გუნდში 2022 წლის ივნისში დაინიშნა, კარიერაში აქამდე 6 თასი ჰქონდა მოპოვებული და 6-ვე ამსტერდამის აიაქსში მუშაობისას.
მანჩესტერ იუნაიტედმა ლიგის თასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო. ჩრდილობრიტანული გუნდი პრემიერლიგის ლიდერ არსენალს 8 ქულით ჩამორჩება, ხოლო ევროპალიგის 1/8-ფინალში გავიდა და იქ ბეტისს დაუპირისპირდება.