თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა. რეგიონში მიწისქვეშა ბიძგები ამ დრომდე გრძელდება. სეისმოლოგებმა 10 ათასამდე ე.წ. აფთერშოკი დაითვალეს. სტიქიით დაზარალებულ 2 რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.