უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ რიგით მეორე კანონის პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება. პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები არიან.პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. პროექტს აკრიტიკებს ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება