რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლელი ლიდერების განცხადებების ფონზე რუსეთი მათ ბირთვულ შესაძლებლობეს ვერ უგულებელყოფს. პუტინმა როსია 1-ის ეთერში განაცხადა, რომ დასავლეთს რუსეთის ლიკვიდაცია სურს. პუტინის თქმითვე, დასავლეთი უკრაინის მიერ ჩადენილი "დანაშაულების" ირიბი თანამონაწილე იყო.