საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპაციასთან ბრძოლა ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საზოგადოება ოკუპაციას და დამონების ყველა ფორმას უნდა ებრძოლოს. ზურაბიშვილმა განცხადება საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა. ორბელიანების სასახლეში მოეწყო ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 1921 წლის თებერვლის მოვლენებს ეხმიანებოდა.