რა კავშირი აქვს მაჩალიკაშვილის საქმეს ბადრი ესებუას დაკავებასთან? - “საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას ადვოკატები აცხადებენ, რომ ესებუას თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცნობები გააჩნდა, რაც გამოძიების პროცესს თავდაყირა დააყენებდა. ადვოკატების მტკიცებით, ესებუას წინააღმდეგ წამოწყებულინ დევნა სწორედ მაჩალიკაშვილის საქმეს უკავშირდება, თუმცა კონკრეტულად როგორ, ამზე ადვოკატები აღარ საუბრობენ. უფლებადაცმცველები აღნიშნავენ, რომ დეტალებზე დაკავებული ესებუა მალე თავად ისაუბრებს. გარდა ამისა, ადვოკატები ესებუას დაკავების პროცესში გაჩენილ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საეჭვოა რამდენად მოხდა ბადრი ესებუას საცხოვრებელ სახლში დაკავება.