თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 184 ადამიანი დააკავეს - Palitra News

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 184 ადამიანი დააკავეს

2023-02-26 12:51:05+04:00

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 184 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის მერიცაა. თურქეთის ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, გამოძიება 600-ზე მეტი პირის მიმართ მიმდინარეობს. როგორც სამშენებლო კომპანიებისა და კონტრაქტორების, ასევე უძრავი ქონების მფლობელთა მიმართაც. 6 თებერვლის სტიქიამ 16 000-ზე მეტი შენობა დაანგრია ან მნიშვნელოვნად დააზიანა, რასაც მხოლოდ თურქეთში 45 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.