"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონი“ პარლამენტის ბიუროს 27 თებერვლის სხდომაზე წარედგინება. მოძრაობა ხალხის ძალის მიერ შემუსავებული რიგით მე-2 პროექტის მიხედვით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე. ოპოზიცია ხალხის ძალის მიერ შემუსავებულ კანონპროექტს ისევ აკრიტიკებს და მის უკან მესამე სექტორის შეზღუდვის საფრთხეს ხედავს.