კახეთში, 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას საქმეზე დაკავებულ 35 წლამდე მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში პროკურორის შუამდგომლობისა და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ორი წლის ბავშვს, რომელიც 23 თებერვალს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში ბებიამ მიიყვანა. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ მცირეწლოვანის მამა დააკავა, რომელიც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.