რუსეთის არმიის მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად, ქალაქ ხერსონში, რამდენიმე მაშველი დაიჭრა. ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაჭრილია 2 პირი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი კი წერს, რომ რუსეთის დღევანდელი დაბომბვის გამო საავადმყოფოში დამატებით სამი ადგილობრივი მცხოვრებელი მოხვდა.