ბაკურიანში, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება, რომელშიც 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს. უამინდობის გამო საერთაშორისო ჩემპიონატის მე-10 დღეს შეჯიბრი მხოლოდ ერთ სახეობაში, მოგულში გაიმართა, დანარჩენ სახეობებში კი ხვალისთვის გადაიდო. დღეს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დირექტორი იოჰან ელიაში. მან მონაწილეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველო ჩემპიონატს მაღალ დონეზე მასპინძლობს.