27 თებერვალს პარლამენტის წინ აკია ბარბაქაძე “ხალხის ძალის” მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს გააპროტესტებს. გადაწყვეტილება ახლადდაფუძნებული მოძრაობის ლიდერმა გუშინ უკრაინის მხარდასაჭერი მასშტაბური აქციის შემდეგ მიიღო. მისი ინიციატივა ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა.