"თოვდა და თბილისს ებურა თალხი" - ამ სახელწოდებით აქცია-პერფორმანსი რამდენიმე წუთში მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება. აქციის ორგანიზატორი პარტია „ევროპული საქართველოა“. თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, აქციის მონაწილეები კრემლთან კოლაბორაციას იქ გააპროტესტებენ, სადაც კრემლის აგენტები სხედან.