თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - Palitra News

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

2023-02-25 17:21:36+04:00

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში, 50 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 44 218 ადამიანი, სირიაში – 5 914.