პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს იოჰან ელიაშს შეხვდა. შეხვედრაზე ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. საუბარი შეეხო ბაკურიანში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩემპონატს ქვეყანა მაღალ დონეზე მასპინძლობს. მხარეებმა ზამთრის სპორტულ სახეობებში საქართველოს სამომავლო გეგმებიც განიხილეს.