გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, დაფინანსებას კი კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს. გადაწყვეტილება ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად საპატრიარქოს წარმომადგენლები,რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. წულუკიანის თქმით, გელათის სამონასტრო კომლექსთან დაკავშირებით დისკუსია საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება.