ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და იუნკერების ისტორიები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ღონისძიება ლიცეუმის ტერიტორიაზე გენერალ გიორგი კვინიტაძის ძეგლისა და მისი სახელობის სამუზეუმო კუთხის გახსნით დაიწყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარჩინებულ კურსდამთავრებულთა მემორიალური კედელიც გახსნეს.