საერთაშორისო საზოგადოება „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს - ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პირდაპირ ამბობს რომ აგენტების შესახებ შემუშავებული კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ჯოზეფ ბორელის პრესპიკერის განცხადებას უკვე გამოეხმაურა პარლამენტის სპიკერი. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპონენტების მიერ წამოწყებული პროპაგანდისტული კამპანიის ფონზე, საერთაშორისო პარტნიორების ასეთი განცხადებები გასაკვირი არაა.