ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება - Palitra News

ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება

2023-02-25 13:14:30+04:00

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, შვეიცარიაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა, პაციენტთა უსაფრთხოების მე-5 გლობალურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.