„ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ - თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. ათასობით ადამიანმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი და დამანგრეველი ომი გააპროტესტა. აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რიგითი მოქალაქეები. მათ უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. აქციის მონაწილეებს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიმართა. იყო პოლიტიკური გამოსვლებიც. აქციაზე შეკრებილმა პოლიტიკოსებმა მმართველი პარტია უკრიანაში არჩასვლის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს და თქვეს, რომ საზოგადოებამ მთავრობას მათი ევროპული არჩევანი კიდევ ერთხელ აჩვენა