უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ ფიქრობს იმაზე, თუ რა მოუვა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დამარცხების შემდეგ. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ბევრმა სახელმწიფომ ნამდვილად დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რა მოხდება (რუსეთის) დამარცხების შემდეგ. მე მჯერა, რომ ინფორმაციულად ეს უკრაინის სასარგებლოდ არის. ეს არის სიგნალი ჩვენთვის, რომ სახელმწიფოების უმეტესობას, ყოველ შემთხვევაში ევროპაში, სჯერა უკრაინის გამარჯვების. ეს ნიშნავს მოსკოვის დამარცხებას. მთავარი კითხვა: რა მოუვა რუსეთს, მართალი გითხრათ, არ მაინტერესებს... სიტყვის თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, თავის ხალხზე რომ ეფიქრათ, რომ მათხოვრები არ იყვნენ, მონობა არ ჰქონდეთ და მსგავსი... მდიდარი სახელმწიფო იქნებოდნენ, რადგან, ბუნებრივია, მდიდარი სახელმწიფოა“, - განაცხადა მან.
ზელენსკის თქმით, ყველა ადეკვატური სახელმწიფო ფიქრობს რა გააკეთოს თავისი საზოგადოებისთვის, ვიღაც კი ფიქრობს რა გააკეთოს სხვების წინააღმდეგ.
”ამიტომ, ეს არის მათი ისტორიის, მათი მომავლის საკითხი. და მე ამაზე არ ვფიქრობ... მე მჯერა, რომ ელიტა, თავად რუსეთის ფედერაციის ბიზნესი, რომელიც ახლა აბსოლუტურად სამართლიანად არის სანქცირებული, ამ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მდიდრები არიან, არ მოსწონთ ეს ყველაფერი... მაგრამ ახლა ეს ყველაფერი რომ არ აქვთ, კომფორტი არ აქვთ, როგორ ფიქრობთ, არ იფიქრებენ შიგნით რა გააკეთონ როგორ გადაარჩინოს ეს კაპიტალი?“, - განაცხადა ზელენსკიმ